logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში კიდევ ორი სოფელი გაათავისუფლეს
- +

11 სექტემბერი. 2022. 01:53

 

 

უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის სოფლები ვასილენკოვო და არტემოვკა გაათავისუფლეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

„ეტაპობრივად ჩვენი მებრძოლები ახდენენ უკრაინის მიწის დეოკუპაციას. 113-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა ხარკოვის რეგიონში ვასილენკოვო და არტემოვკა გაათავისუფლეს. უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება ადვილი არ არის. უკრაინელი დამცველები თითოეული ჩვენგანისთვის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლის ფასად ირჩევენ. უსაზღვრო მადლიერება ყველა ჩვენს ჯარისკაცს!

 

ჩვენ ვამაყობთ თითოეული მათგანით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner