logo_geo
eng_logo
ვალერი ზალუჟნი: სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის კონტროლის ქვეშ 3000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი დაბრუნდა
- +

11 სექტემბერი. 2022. 13:39

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის კონტროლის ქვეშ 3000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი დაბრუნდა.

 

მისი განცხადებით, ხარკოვის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ არა მხოლოდ სამხრეთით და აღმოსავლეთით, არამედ ჩრდილოეთითაც. ზალუჟნის თქმით, სახელმწიფო საზღვარზე გასვლამდე 50 კილომეტრი რჩება.

 

მან ასევე გამოაქვეყნა ფოტოები იმ გათავისუფლებული სოფლებიდან, რომლებსაც ბოლო დრომდე რუსული ჯარი აკონტროლებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner