logo_geo
eng_logo
გერმანიამ მატარებლები წყალბადის ძრავზე გადაიყვანა
- +

11 სექტემბერი. 2022. 14:50

 

 

გერმანიამ, მსოფლიოში პირველმა, მატარებლები წყალბადის ძრავზე გადაიყვანა და დიზელზე უარი თქვა.

 

მატარებელს საწვავის შევსების გარეშე 1 000 კილომეტრის გავლა შეუძლია. საწვავის ელემენტებში, რომელიც ინახება მატარებლის სახურავზე, წყალბადი შერწყმულია ჟანგბადთან, რათა გამოიმუშაოს ენერგია.

 

„ჩვენ აღარ ვიყიდით დიზელის მატარებლებს, რათა უფრო მეტი გავაკეთოთ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ, რომ დიზელის მატარებლები მომავალში ეკონომიკურად მომგებიანი აღარ იქნება“, – განაცხადა გერმანიის რეგიონული სარკინიგზო ოპერატორის, „ელენვიჯის“ (LNVG) პრესსპიკერმა კარმენ შვაბლემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner