logo_geo
eng_logo
გიორგი ლორია: მამა ყოველთვის ჩემს კარს უკან იდგა, ვიდრე შეეძლო
- +

23 აგვისტო. 2016. 03:57



რუსეთის პრემიერლიგაში მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ გიორგი ლორია რუს ჟურნალისტებს ესაუბრა.


რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩი, გიორგი ლორიამ შავი მაისურით ჩაატარა. ამის მიზეზი 16 აგვისტოს ფეხბურთელის მამის, ნუგზარ ლორიას გარდაცვალება გახდა. მოსკოვის "ლოკომოტივთან" ქართველმა მეკარემ ერთერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და ადგილობრივი გულშემატკივრებისა და მედიის წარმომადგენელთა აღფრთოვანება დაიმსახურა. გიორგი ლორიამ მამის გარდაცვალების შემდეგ პირველი მატჩი სწორედ დღეს ჩაატარა.ადგილობრივ მედიასთან ფეხბურთელმა საკმაოდ ემოციურად ისაუბრა. თამაში ლოკომოტივსა და კრილია სოვეტოვს შორის ფრედ 0:0 დასრულდა


გიორგი ლორია: ''მამა ყოველთვის მხარს მიჭერდა, ჩემს თამაშებსა და ვარჯიშებს მუდამ ესწრებოდა. ყოველთვის ჩემს კარს უკან იდგა, ვიდრე შეეძლო. დღეს მოგერიებული პენალტი მისი დამსახურებაა, ყოველთვის ერთად ვთამაშობდით და დღესაც ასე იყო, მომდევნო შეხვედრებშიც ერთად ვიქნებით.

 

როცა პატარა ვიყავი, მამის დაჟინებული სურვილი არ ყოფილა პროფესიულ დონეზე მეთამაშა ფეხბურთი. ის თვლიდა, რომ გადაწყვეტილება თავად უნდა მიმეღო, არჩევანში თავისუფალი ვიყავი.

 

მამის გარდაცვალების გამო რამდენიმე ვარჯიში გამოვტოვე, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა სასტარტო შემადგენლობაში მეთამაშა. დიდი მადლობა მას ამისთვის და მთლიანად გუნდს მხარდაჭერისთვის.''


წყარო:mysports.ge


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner