11 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 37 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 15 000 ათასი ტონა რქაწითელი, 17 000 ათასი ტონა საფერავი, კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
ყურძენი საწარმოებს სამი ათასამდე მევენახემ ჩააბარა. შემოსავალი 35 მილიონ ლარს აღწევს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 300-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.