logo_geo
eng_logo
სამხრეთით შეიარაღებულმა ძალებმა 35 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს
- +

11 სექტემბერი. 2022. 19:11

 

 

სამხრეთით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 35 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, - ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის სპიკერმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო და სარაკეტო საარტილერიო დანაყოფებმა განახორციელეს 130-ზე მეტი საცეცხლე მისია ცოცხალი ძალისა და ოკუპანტის საბრძოლო აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებში.

 

„განადგურებულია 35 ოკუპანტი, 5 ერთეული ჯავშანტექნიკა. ნოვაია-კახოვკას რაიონში განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი“, - განაცხადა ნაზაროვმა.

 

რუსეთის ფედერაციის 2 ხომალდი 16 კალიბრის საკრუიზო რაკეტით აგრძელებს მორიგეობას შავ ზღვაში.

 

მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თავდასხმები შესაძლოა, გაიზარდოს.

 

„ნუ უგულებელყოფთ გაფრთხილებებს საფრთხის შესახებ, დაიცავით  წესები განგაშის სიგნალების შემდეგ“, - აღნიშნა ნაზაროვმა.

 

მისი თქმით, უკან დახევით დაბნეულ და დამცირებულ ოკუპანტს შეუძლია მიმართოს საინფორმაციო და პროპაგანდისტულ მანიპულაციებს, ამიტომ აუცილებელია მიღებული ინფორმაციის სანდოობის გულდასმით შემოწმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner