„სამხრეთით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 35 ოკუპანტი და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს“, - ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის სპიკერმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საავიაციო და სარაკეტო საარტილერიო დანაყოფებმა განახორციელეს 130-ზე მეტი საცეცხლე მისია ცოცხალი ძალისა და ოკუპანტის საბრძოლო აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებში.
„განადგურებულია 35 ოკუპანტი, 5 ერთეული ჯავშანტექნიკა. ნოვაია-კახოვკას რაიონში განადგურდა საბრძოლო მასალის საცავი“, - განაცხადა ნაზაროვმა.
რუსეთის ფედერაციის 2 ხომალდი 16 კალიბრის საკრუიზო რაკეტით აგრძელებს მორიგეობას შავ ზღვაში.
მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თავდასხმები შესაძლოა, გაიზარდოს.
„ნუ უგულებელყოფთ გაფრთხილებებს საფრთხის შესახებ, დაიცავით წესები განგაშის სიგნალების შემდეგ“, - აღნიშნა ნაზაროვმა.
მისი თქმით, უკან დახევით დაბნეულ და დამცირებულ ოკუპანტს შეუძლია მიმართოს საინფორმაციო და პროპაგანდისტულ მანიპულაციებს, ამიტომ აუცილებელია მიღებული ინფორმაციის სანდოობის გულდასმით შემოწმება.