logo_geo
eng_logo
კადიროვი კიდევ 3 000 დაქირავებულს გაგზავნის უკრაინის ომში
- +

11 სექტემბერი. 2022. 19:13

 

 

ჩეჩნეთში 560 დაქირავებული ჯარისკაცისგან შემდგარი სამი ბატალიონი და 1500 კაციანი სპეციალური პოლკი მომზადდა უკრაინის ომში გასაგზავნად, - ამის შესახებ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

 

კადიროვის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის 3 180 სამხედრო მოსამსახურე იყო მომზადებული.

 

„დღეს ჩვენ მზად ვართ გავიდეთ და შევასრულოთ ბრძანება, როგორც ამას ადრე ჩვენი ბიჭები ასრულებდნენ მარიუპოლში, პოპასნაიაში, სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში. ჩვენ ვათავისუფლებთ ამ ქალაქებს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ დასახულ ამოცანას შევასრულებთ“, - დასძინა კადიროვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner