ჩეჩნეთში 560 დაქირავებული ჯარისკაცისგან შემდგარი სამი ბატალიონი და 1500 კაციანი სპეციალური პოლკი მომზადდა უკრაინის ომში გასაგზავნად, - ამის შესახებ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა.
კადიროვის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის 3 180 სამხედრო მოსამსახურე იყო მომზადებული.
„დღეს ჩვენ მზად ვართ გავიდეთ და შევასრულოთ ბრძანება, როგორც ამას ადრე ჩვენი ბიჭები ასრულებდნენ მარიუპოლში, პოპასნაიაში, სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში. ჩვენ ვათავისუფლებთ ამ ქალაქებს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ დასახულ ამოცანას შევასრულებთ“, - დასძინა კადიროვმა.