„უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან გაათავისუფლონ რუსეთის მიერ დაპყრობილი ყველა ტერიტორია და წავიდნენ 1991 წლის საზღვრამდე“, - ამის შესახებ 2005-2010 წლებში უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, არმიის გენერალმა მიკოლა მალომუჟმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის არმიამ ტერიტორიების განთავისუფლებისთვის საჭირო რესურსი გაზარდა.
„ჩვენ სტრატეგიულად მივდივართ ხარკოვის მიმართულებით, უკვე მივდივართ ლუგანსკში, დონეცკის ოლქში. ეს არის დღეს პერსპექტივა... “, - ხაზგასმით აღნიშნა მალომუჟმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვრები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად 1991 წელს დაფიქსირდა და ამიტომ მშვიდობის მიღწევის ერთადერთი ვარიანტი ოფიციალურ საზღვრებთან დაბრუნებაა.