„რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა, სცადონ კონტრშეტევის განხორციელება უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებების შემდეგ“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, კიევისთვის მნიშვნელოვანია გათავისუფლებული ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მინისტრმა დასძინა, რომ შეიარაღებული ძალების კონტრშეტევამ მოსალოდნელზე უკეთესად ჩაიარა. ამის გამო მოსკოვმა შესაძლოა სცადოს მსგავსი შეტევის განხორციელება.
„უკრაინა ათავისუფლებს ტერიტორიას და ამის შემდეგ თქვენ უნდა აკონტროლოთ იგი და მზად იყოთ მის დასაცავად“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, „უკრაინული ბლიცკრიგი“, რუსეთის ფედერაციისთვის ყველაზე დიდი მარცხი გახდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან.