ხარკოვის მიმართულებით უკრაინული ჯარების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად რუსი ოკუპანტები ტოვებენ პოზიციებს და გარბიან, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაში.
„ხარკოვის მიმართულებით ჩვენი ჯარების წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, რუსული ჯარები გაბრაზებული ტოვებენ პოზიციებს და გარბიან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გენერალური შტაბის ცნობით, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების 150-მდე სამხედრო მოსამსახურე ხარკოვის ოლქის ბორშკოვადან და არტემივკადან ორი ავტობუსით, ერთი სატვირთო და 19 მოპარული მანქანით გაემგზავრა.
გენშტაბის ინფორმაციით, იგივე ვითარებაა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვეში. მათივე ცნობით, ოკუპანტები ქალაქიდან გავიდნენ ოთხი სატვირთო მანქანით, 20 ჯავშანმანქანით და ადგილობრივი მოსახლეობის 20-ზე მეტი მანქანაც მოიპარეს.