„რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა შორ მანძილზე მოქმედი „Ту-22М3“-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებით დაიწყო“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, Ту-22М3-ის ტიპის თვითმფრინავით რუსულმა სამხედრო ავიაციამ იერიში ჯერ ჩრდილოეთზე მიიტანა, შემდეგ კი სამხრეთზე.
„მტერი მუდმივად გვაშინებს სარაკეტო შეტევებით. სამწუხაროდ, ამ თვითმფრინავების გასანეიტრალებლად ჯერ არ გვაქვს საშუალებები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. შემდეგ კი ცოტათი ამოვისუნთქავთ“, - განაცხადა იური იგნატმა.