logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მუსიენკო: რუსეთის ფედერაციაში ვითარება უარესდება, პუტინს თავს ესხმიან ორი მხრიდან
- +

11 სექტემბერი. 2022. 23:30

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სკამი რყევას იწყებს, რუსეთის ფედერაციაში ვითარება უარესდება, - ამის შესახებ სამხედრო და სამართლებრივი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მუსიენკომ განაცხადა.

 

„ფაქტობრივად, პუტინს თავს ესხმიან ორი მხრიდან. ერთი ჯგუფი პუტინისგან უფრო აქტიურ მოქმედებას ითხოვს. მას თავს ესხმის ე.წ. ლიბერალური ფრთაც“, - აღნიშნა სამხედრო და სამართლებრივი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა.

 

ექსპერტმა გაიხსენა, რომ პეტერბურგისა და მოსკოვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინის ომი  დაგმეს.

 

„ეს არის ძალიან მძლავრი მაჩვენებელი იმისა, რომ გარკვეული ცვლილებებია. მათ (რუსებს) ემუქრებათ შედეგები, რომლებიც უფრო ნეგატიური ხდება სანქციების გამო, ახლა ვიზების შეზღუდვაც დაიწყება...“, - დასძენს ალექსანდრე მუსიენკო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner