ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება. ინფორმაციას თეთრი სახლი ადასტურებს.
„სიენენის“ ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიას ჯო ბაიდენი მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად დაესწრება. დაკრძალვის ცერემონიაზე ბაიდენი დელეგაციის გარეშე ჩავა.
ჯო ბაიდენი ბრიტანეთის დედოფალს პირველად 1982 წელს შეხვდა. მაშინ ბაიდენი სენატორი იყო. ბოლოს კი ბაიდენი და ელისაბედ მეორე ერთმანეთს შარშან, დიდი შვიდეულის სამიტის დრო შეხვდნენ.
ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.