logo_geo
eng_logo
გოჩა მუხაშავრია: სპეციალურად მომზადებული მოღალატე ნაძირლები, კიდევ ეცდებიან ფეთქებადი კერების გაღვივებას!
- +

23 აგვისტო. 2016. 04:16



პოლიტდევნილი გოჩა მუხაშავრია  სუს- ის მიერ აღკვეთილი ტერაქტის შესახებ კომენტარს აკეთებს:

 

 

„შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს თუ საიდან იმართებოდა სიტუაცია. მართალია, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა, სწრაფად ოპერატიული ღონისძიების შედეგად, დროულად აღკვეთა ტერორისტული აქტის მცდელობა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამით ყველაფერი არ დასრულებულა და მსგავსი, სპეციალურად მომზადებული მოღალატე ნაძირლები, კიდევ არაერთგზის ეცდებიან ფეთქებადი კერების გაღვივებას კომპაქტურად, რათა ერთობლიობაში, რევანშისტული განწყობით, წინასაარჩევნოდ, ქვეყნის მასშტაბით შექმნან მასიური არეულობა და დესტაბილიზაცია!

 

„ნაციონალების" და კერძოდ, სააკაშვილის თვითმიზანიც ხომ სწორედ ეს გახლავთ?! ამიტომაც, მსგავსი ტერორისტების და ქვეყნის მოღალატეების მიმართ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი უნდა იყოს უმკაცრესად ადეკვატური! არავითარი დანდობა ტერორისტებს მიმართ, უფრო მეტიც - აუცლებელი საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მათი ადგილზე ლიკვიდაცია!!!", - წერს მუხაშავრია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner