ვახო სანაიამ გადაცემა „კვირის ფორმულაში“ განაცხადა, რომ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე აზრის შეცვლას არ აპირებს.
მისი თქმით, სამოქალაქო პოზიციასა და მოედანზე რაც ხდება, მათ შორის დიდი ზღვარია.
„მთავარ არხზე“ გამოვიდა რამდენიმე ჟურნალისტი ადრე, არ ვიცი, როდის იყო თვეების წინ, მე მგონი და რაღაც კრიტიკა თქვა ფეხბურთელის მიმართ, მონიშნეს თაგებში, „ტვ პირველზე“ დადეს რაღაც ქარდი, ეგეც ხელზე დაიხვიეს, კაი, ჩემი ამბავი გასაგებია. პელე, რომელზეც ყველა ამბობს, რომ გენიალური ფეხბურთელი იყო, მაგრამ მასთან ჰქონდათ პრეტენზია, სხვათა შორის თავის თავთან ჰქონდა შემდეგ პრეტენზია მომავალში, რომ ე.ი. იმ დიქტატორულ რეჟიმში მის გამოყენებას ასე ცდილობდა დიქტატორული რეჟიმი. სამოქალაქო პოზიციასა და მოედანზე რაც ხდება, მათ შორის დიდი ზღვარია. მას გააქვს შესანიშნავი გოლები, ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს ლაპარაკი, მის სამოქალაქო პოზიციაზე. ვიღაცა მეთანხმება, ვიღაც კი არა, ბევრი არ მეთანხმება, ვისაც უხარია, უნდა დაპოსტოს კიდეც, უნდა იყვიროს კიდეც. მე ჩემი პოზიცია მაქვს, ეს პოზიცია არ შემიცვლია და არც შევიცვლი,“ - განაცხადა სანაიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.