logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ უნიჭიერესი მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო
- +

12 სექტემბერი. 2022. 11:33

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კინოსა და თეატრის მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც მიხეილ გომიაშვილს უხვად ჰქონდა.

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის უნიჭიერესი მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო.

 

მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც ასე უხვად ჰქონდა ამ შესანიშნავ ხელოვანს.

 

ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ასეთ მძიმე დანაკარგს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner