logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: „გაზპრომის“ წინააღმდეგ სააკაშვილის კამპანია მის პირად ინტერესებს უკავშირდება
- +

9 მარტი. 2016. 12:08


ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" კამპანია „გაზპრომის" წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობს. როგორც „რეპორტიორს" ხაჭაპურიძემ განუცხადა, „სოკარ ჯორჯიას" 49 % ოფშორულ კომპანიებს ეკუთვნის, საიდანაც მილიონობით მოგებას  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იღებს.


„რეალურად, სააკაშვილი არის რუსეთის ნომრიანი აგენტი, სპეცსამსახურების თანამშრომელი, რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში და მისი მიზანია, პუტინთან ერთად დააქციოს და დაანგრიოს ქვეყანა. არამარტო „გაზპრომთან" დაკავშირებით, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტანკები შემოეყვანა თბილისიდან 40 კმ-ში, კოდორი ჩაებარებინა რუსეთისთვის და ქართველების სისხლი ეღვარა. სანამ ჰააგაში არ დაჯდება, როგორც საერთაშორისო დამნაშავე, მანამდე ვერც თავად მოისვენებს და ვერც ჩვენ მოვისვენებთ", - განუცხადა „რეპორტიორს" ხაჭაპურიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner