logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: „ლელოს“ შეთავაზება, არა ფაქტებს, არამედ აღქმებს ეფუძნება, რომელიც რეალობას არის აცდენილი
- +

12 სექტემბერი. 2022. 16:47

 

 

„არასერიოზულია პარტია „ლელოს“ ინიციატივა, საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. „ლელოს“ შეთავაზება, არა ფაქტებს, არამედ აღქმებს და „ტვ პირველის“ უარგუმენტო სიუჟეტს ეფუძნება, რომელიც რეალობას არის აცდენილი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ლელოს“ ინიციატივას, საქართველო-რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო კავშირებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულ ინიციატივას დავით ჩიხელიძე არასერიოზულს უწოდებს:

 

„აღნიშნული ინიციატივა ოპოზიციის მხრიდან გარკვეულწილად ძირითადი საკითხიდან ყურადღების გადატანას ემსახურება. დღეს ძირითადი საკითხი ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და 12 პუნქტის შესრულებაა, ოპოზიცია ქვეყნის მომავალს ბოიკოტს უცხადებს (არ ერთვება სამუშაო ჯგუფებში), ყველაფერს აკეთებს, რომ რეკომენდაციების ნაწილი არ შესრულდეს, პარალელურად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, ეს ხომ არასერიოზულია. თუ მუშაობა სურთ, კეთილი ინებონ და სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთონ. ასევე, საყურადღებოა ერთი გარემოება, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში სუს-ის უფროსი იმყოფებოდა, რადიკალურმა ოპოზიციამ ლილუაშვილს ბოიკოტი გამოუცხადა, კითხვები დასვეს, მაგრამ პასუხები არ მოისმინეს, მათ რომ ქვეყნის ბედი აინტერესებდეთ, პარლამენტს როგორც ინსტიტუტს, საქმისთვის გამოიყენებდნენ და არა ბოიკოტისთვის“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner