საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს და ხალხს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა.