თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საბერძნეთი გააფრთხილა, სხვების სახელით ავანტიურა შეწყვიტოს.
„მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ პატივი ვცეთ ჩვენი მეზობლობის უფლებებს ეგეოსის [ზღვის] ორივე მხარეს, საბერძნეთი კვლავ აგრძელებს პროვოკაციებს. თუ სხვების სახელით ავანტიურას შეუდგებით, დღესაც მიიღებთ შედეგებს, როგორც წარსულში. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
4 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთი ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული კუნძულების შეიარაღებასა და ოკუპაციაში დაადანაშაულა.