ისრაელის საერთო შიდა უსაფრთხოების სამსახურის („შინ ბეთი“) ხელმძღვანელმა, რონენ ბარმა განაცხადა, რომ ისრაელის პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და შიდა უთანხმოებამ ტერორისტული ჯგუფები და პირები თავდასხმების განსახორციელებლად წაახალისა.
„ჩვენ მიერ წაკითხული სადაზვერვო მონაცემები, თავდამსხმელების დაკითხვები და ასევე ჩვენი მოწინააღმდეგეების შესახებ მრავალწლიანი ცოდნა ცხადყოფს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა, მზარდი შიდა უთანხმოება ახალისებს ბოროტების ღერძს, ტერორისტულ ორგანიზაციებსა და ცალკეულ თავდამსხმელებს“, - აღნიშნა რონენ ბარმა.
ისრაელის საერთო შიდა უსაფრთხოების სამსახურის („შინ ბეთი“) ხელმძღვანელის თქმით, ღრმა განხეთქილება, რომელიც ისრაელის საზოგადოებაში ვითარდება, ქვეყნისთვის ყველაზე რთული გამოწვევაა.