ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნადა ალ-ნაშიფმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეებს აშინებს.
„რუსეთში, დაშინება, შემაკავებელი ზომები და სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოთქვამენ წინააღმდეგობას უკრაინაში ომის მიმართ, ძირს უთხრის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებას, მათ შორის თავისუფალი შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების უფლებებს“, - აღნიშნა გაეროს მაღალჩინოსანმა.