logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არ დათანხმდება მინსკის შეთანხმების არცერთ ვარიანტს, „მინსკი“ ცარიელი ქაღალდია, რათა რუსეთმა დაისვენოს შემდეგ შეჭრამდე
- +

12 სექტემბერი. 2022. 20:30

 

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ დათანხმდება „მინსკის შეთანხმებების“ არცერთ ვერსიას. მისი თქმით, უკრაინელები თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიების დეოკუპაციას ცდილობენ.

 

„დეოკუპაციის მთავარი მიზანი არის ის, რომ რუსეთს არ მიეცეს უფლება, გააგრძელოს ძალიან ნელი ოკუპაცია, რომელიც მან დაიწყო 2014 წელს“, - თქვა მან.

 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მოქმედებების დეტალებს ვერ ასახელებს.

 

„ზოგიერთი სახელმწიფო გვიბიძგებს „მინსკის პროცესისკენ“. მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ეს სხვა რამეა. დიპლომატიური გადაწყვეტილება და „მინსკი“-2-3-5-10 სხვა რამეა. „მინსკი“ ცარიელი ქაღალდია, რათა რუსეთმა დაისვენოს შემდეგ შეჭრამდე“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner