logo_geo
eng_logo
პოლონეთის პრემიერი: უკრაინაში კრიზისმა აჩვენა, რომ უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტორი ამერიკაა - უკრაინა გერმანიაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, დღეს აღარ იარსებებდა
- +

12 სექტემბერი. 2022. 22:31

 

 

 

გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან ინტერვიუში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ გააკრიტიკა ოფიციალური ბერლინის პასუხი უკრაინაში რუსეთის ომზე და განაცხადა, რომ უკრაინა „აღარ იარსებებდა“, თავდაცვის სფეროში გერმანიაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული.

 

„ბერლინის უმოქმედობა სერიოზულად ეჭვქვეშ აყენებს გერმანიასთან ალიანსის ღირებულებას, რომლის ენერგეტიკულმა პოლიტიკამ უდიდესი ზიანი მიაყენა ევროპას. მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ ამას. მე ეს მესმის ევროპის სხვა მთავრობის მეთაურებისგანაც“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ბერლინი იმის გამო, რომ მან უგულებელყო პოლონეთის გაფრთხილებები რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესახებ.

 

„უკრაინაში კრიზისმა აჩვენა, რომ უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტორი ამერიკაა. ევროპული თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში უკრაინა გერმანიაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, დღეს ის აღარ იარსებებდა“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner