logo_geo
eng_logo
ბრიუსელში ქალმა დანით ავტობუსის 2 მგზავრი დაჭრა
- +

23 აგვისტო. 2016. 10:46



ბრიუსელში, ვატერლოოს ბულვარში, დანით შეიარაღებული ქალი ავტობუსის მგზავრებს თავს დაესხა და ორი მგზავრი დაჭრა.



ავტობუსიდან ჩასვლის შემდეგ ქალმა სავაჭრო ცენტრში სცადა მიმალვა, სადაც კიდევ ერთი ადამიანი დაჭრა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს და თავდასხმელი ხელში დაჭრეს.



„ქალბატონი დანით ხელში თავს დაესხა სამ ადამიანს. ერთ-ერთი მათგანი მსუბუქად დაშავდა, ორი მძიმედ და ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. ქალის ნეიტრალიზება მოხერხდა - პოლიციამ მას ორჯერ ესროლა, იგი საავადმყოფოშია. ამ დროისათვის არც ერთი მათგანი არ არის კრიტიკულ მდგომარეობაში", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.



პოლიციის ცნობით, მომხდარი ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება. ქალს სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემები აქვს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner