logo_geo
eng_logo
პროკურატურა: დეოკუპირებულ ხარკოვის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები იპოვეს, რომელთაც წამების კვალი აღენიშნებათ
- +

12 სექტემბერი. 2022. 22:56

 

 

ხარკოვის ოლქის ჩკალოვსკის ტერიტორიული თემის სოფელ ჟელეზნოდოროჟნოეში, უკრაინელმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები, რომელთაც წამების ნიშნები აღენიშნებათ. ამის შესახებ ხარკოვის საოლქო პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი.

 

„ხარკოვის რეგიონის ჩკალოვსკის ტერიტორიული თემის სოფელ ჟელეზნოდოროჟნოეს დეოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა სამართალდამცავებს და განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა დახოცეს მათი თანასოფლელები.

 

11 სექტემბერს სამართალდამცველებმა ოთხი ცხედარი იპოვეს. ყველა მათგანს წამების კვალი აქვს. მათგან სამი შინამეურნეობების ტერიტორიაზე დაკრძალეს, ერთი კი რკინიგზის სადგურის მოპირდაპირე ასფალტის ქარხნის ტერიტორიაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

გამოძიების წინასწარი ვერსიით, დაღუპულები რუსმა სამხედროებმა მითითებულ დასახლებაში დაკავებისას მოკლეს. ამ დროისთვის ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner