უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელმა დამცველებმა რუსი ოკუპანტებისგან ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 6 ათასი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
სამხრეთით და ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის ოლქის კუპიანსკისა და იზიუმსკის ოლქების დასახლებების გათავისუფლებას.