უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს 6 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთში. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
უკრაინელი სამხედროების ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა ხარკოვის რეგიონში სექტემბრის დასაწყისში დაიწყო. დღემდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ხარკოვის თითქმის მთელი რეგიონი, ასევე დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლება. გარდა ამისა, ბოლო დღეებში უკრაინამ დაიბრუნა კონტროლი ხერსონის ოლქის რიგ დასახლებებზე.