უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური ოპერაციის ძალები „აზოვ ხარკოვი“ ავრცელებს.
„აზოვ ხარკოვის“ ძალებმა, სპეციალური ოპერაციის ძალებმა და მე-14 მექანიზირებულმა ბრიგადამ გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი სოფელ ვესელოედან ქალაქ ვოლჩანსკამდე.
„ტერნოვაიას, ვარვაროვკას, იზბიცკოეს, სტარიცას ოლქების სრული დეოკუპაცია. სახელმწიფო საზღვარი კონტროლს ექვემდებარება“, - აცხადებს აზოვ-ხარკოვი