logo_geo
eng_logo
აზოვ ხარკოვი: უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი სრულად გაათავისუფლეს
- +

13 სექტემბერი. 2022. 00:08

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური ოპერაციის ძალები „აზოვ ხარკოვი“ ავრცელებს.

 

„აზოვ ხარკოვის“ ძალებმა, სპეციალური ოპერაციის ძალებმა და მე-14 მექანიზირებულმა ბრიგადამ გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი სოფელ ვესელოედან ქალაქ ვოლჩანსკამდე.

 

„ტერნოვაიას, ვარვაროვკას, იზბიცკოეს, სტარიცას ოლქების სრული დეოკუპაცია. სახელმწიფო საზღვარი კონტროლს ექვემდებარება“, - აცხადებს აზოვ-ხარკოვი

right_banner right_banner
არქივი
right_banner