logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია „ნაციონალებზე“: რა „ნიათიანებიც“ ხართ, თქვენსავე უაზრო კლიპებში ჩანს
- +

23 აგვისტო. 2016. 10:48



„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია „ნაციონალური მოძრაობის" სარეკლამო რგოლს სოციალურ ქსელში ეხმაურება:



„თქვე მართლა უნიათოებო და უუნაროებო, საკუთარი სარეკლამო კლიპი ვერ ჩაგიწერიათ გამართული ქართულით. რას გულისხმობთ, იქნებ ინსტრუქციაც მოაყოლოთ, ჰაა. თან აღარ ვიძალადებთო, გვპირდებით და ნადირაშვილი როგორი მეგობრულია ჟურნალისტებთან. ან ეს ჩანგლით მებრძოლი, ცოლს რომ უხდიდა ათობით ათასს მობილურის როუმინგს ბიუჯეტიდან, რა ქაჯია. მაშინ იყავით მაგრები, დიქტატურა რომ გქონდათ ამ ქვეყანაში, შანტაჟის და შიშის ქვეშ რომ ამყოფებდით ხალხს, თორემ რა „ნიათიანებიც" ხართ, თქვენსავე უაზრო კლიპებში ჩანს", - წერს დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner