„გაცნობებთ რომ დღეიდან ოფიციალურად ვარ საერთაშორისო მართლმადიდებლური ლაზურ-ხალიბური კატაკომბური ეკლესიის მღვდელი“, - წერს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ცოტნე კობერიძე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2022 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ.
როგორც კობერიძე აღნიშნავს სამხედრო საშემოდგომო გაწვევა უკვე დაიწყო.
„გაცნობებთ რომ დღეიდან ოფიციალურად ვარ საერთაშორისო მართლმადიდებლური ლაზურ-ხალიბური კატაკომბური ეკლესიის მღვდელი.
პ.ს. საშემოდგომო გაწვევა დაიწყო“, - წერს კობერიძე.