logo_geo
eng_logo
„ზურგი უნდა ვაქციოთ იმ პოპულისტებს, რომლებიც ყველა პრობლემას ბრიუსელს აბრალებენ“
- +

23 აგვისტო. 2016. 10:52



საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ბრექსიტის შემდგომი თანამშრომლობა განიხილეს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენ ერთმანეთს იტალიის კუნძულ ვენტოტენეზე შეხვდნენ.



შეხვედრის შემდეგ, ავიამზიდ „ჯუზეპე გარიბალდიზე" ევროზონის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა ჯურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ ზურგი უნდა აქციონ იმ პოპულისტებს, რომლებიც ყველა არსებულ პრობლემას ბრიუსელს აბრალებენ.


ისინი შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, მიგრაცია, დაზვერვა და უსაფრთხოება.



ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდობასა და მათ დასაქმებას.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner