logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ 2 კვარტალში 922,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62,4%-ით აჭარბებს
- +

13 სექტემბერი. 2022. 12:18

 

 

„მიმდინარე წლის წლის აგვისტოში ექსპორტის 40.4-პროცენტიანი ზრდა, რაც სარეკორედო მაჩვენებელია გასული წლის აგვისტოს თვის მონაცემებთან შედარებით, მაღალი საბაზისო ეფექტის მიუხედავად, როდესაც 2021 წელს 23 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, ადასტურებს მაღალი ეკონომიკური აქტივობის მზარდ დინამიკას“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მიუხედავად უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შედეგად გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და მაღალი ინფლაციისა, და რომ არა ოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკა, ორიენტირებული ბიზნესზე და ექსპორტ ჩანაცვლებად სტრატეგიაზე, შესაძლებელია დღეს, არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი გვქონოდა.

 

„2022 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი გაიზარდა 36.9 პროცენტით და 3 571.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 36.5 პროცენტით გაიზარდა და 8 364.8 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. სავაჭრო ბრუნვამ 11 936.1 აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მაღალი ზრდის ფონზე მიმდინარე წლის აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა ასევე სარეკორდოდ 39.9 პროცენტით არის გაზრდილი და 1,684.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ისევე როგორც იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვის 11,936.1 მლნ აშშ დოლარის მაჩვენებელი, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია.

 

რეგიონში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ექსპორტის ასეთი მაღალი ზრდის დინამიკა, აჩვენებს, რომ აგვისტოში ეკონომიკის ზრდა კვლავ მაღალი იქნება და პირველ 8 თვის მიხედვით, ორნიშნა ზრდის მაჩვენებელზე გავა.

 

ამასთან, თუ მხედველობაში მივიღებთ ტურიზმის აღდგენის ტენდენციებს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი ორი კვარტლის სარეკორდო მაჩვენებელს, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გადააჭარბებს 8.5 %-იანი ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელსაც და სავარაუდოდ ისევე როგორც 2021 წელს კვლავ ორნიშნა ნიშნულზე იქნება.

 

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირველ 7 თვეში ქვეყნის ეკონომიკაში შეადგენს 1,6 მლრდ აშშ დოლარს, და 3,2-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე, ხოლო თუ 2019 წელთან მიმართებით გავაანალიზებთ, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელი 7 თვეში 87%-ს აღემატება, ხოლო მაისი-ივლისის პერიოდში საშუალო მაჩვენებელმა 100%-ს გადააჭარბა; პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ 2 კვარტალში 922,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62,4%-ით აჭარბებს;

 

მიუხედავად უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შედეგად გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და მაღალი ინფლაციისა, და რომ არა ოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკა, ორიენტირებული ბიზნესზე და ექსპორტ ჩანაცვლებად სტრატეგიაზე, შესაძლებელია დღეს, არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი გვქონოდა“, - წერს გიორგი ცუცქირიძე. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner