logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა სპეკულაციები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით
- +

13 სექტემბერი. 2022. 12:26

 

 

„რაო „ისფედმა“, ვეღარ გავაყალბებ პარალელურ დათვლას და ვერც ეგზიტპოლებსო? ახლა ნეტავ რას მოუძებნიან ამ კანონპროექტს, ალბათ დენს გათიშავენ და რუსული აპარატურით მოხდება ხმების დათვლაო? არც ეს გამიკვირდება“, - ამ სიტყვებით ეხმაურბა ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ ინიციატივას საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების შესახებ.

 

მისი თქმით, ამ კანონპროექტით „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ლიდერია და ამ ფორმით არჩევნების ჩატარებით, გამარჯვებული.

 

„ეს არის საარჩევნო რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, 12-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი! ფაქტიურად ამ გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. რაო „ისფედმა“, ვეღარ გავაყალბებ პარალელურ დათვლას და ვერც ეგზიტპოლებსო? ახლა ნეტავ რას მოუძებნიან ამ კანონპროექტს, ალბათ დენს გათიშავენ და რუსული აპარატურით მოხდება ხმების დათვლაო? არც ეს გამიკვირდება. ამ კანონპროექტით კი „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ლიდერია და ამ ფორმით არჩევნების ჩატარებით, გამარჯვებული,“ - წერს ფოჩხუა ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner