logo_geo
eng_logo
მარტვილში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

13 სექტემბერი. 2022. 14:24

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულის მეორე ნამიკოლაოს და თამაკონის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ნამიკოლაოს  დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ დაათვალიერეს. 

 

პროექტის ფარგლებში დაიგება 4 645 მეტრი ასფალტო-ბეტონის საფარი.  ამ ეტაპზე  ასფალტო-ბეტონის პირველი ფენის დაგების სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტის ღირებულება 3 269 997 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „როუდ პლიუსი“ ასრულებს.

 

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner