logo_geo
eng_logo
თეკლათში სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

13 სექტემბერი. 2022. 14:55

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სენაკის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

 

სოფელ თეკლათში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 3,5 კილომეტრი  სიგრძის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. 

 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც   60 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე და საკარმიდამო ნაკვეთებზე სადრენაჟე მომსახურების აღდგენას უზრუნველყოფს.

 

მოწესრიგებული სადრენაჟე არხები სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს. 

 

დამშრობ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრი საბა ოდიშარია, საქართველოს მელიორაციის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურის უფროსი თემურ გაბელაია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

 

სამუშაოები, რომელსაც „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს,  დასრულების ეტაპზეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner