logo_geo
eng_logo
„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი დედოფლის დაკრძალვაზე არ მიიწვიეს
- +

13 სექტემბერი. 2022. 15:38

 

 

რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე არ მიიწვიეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ბრიტანეთის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, როგორც მედია წერს, ირანის ისლამური რესპუბლიკაც ელჩის დონეზე იქნება წარმოდგენილი.

 

ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე, 19 სექტემბერს ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან. მონარქის დაკრძალვის ცერემონიას მედიაში ბოლო ათწლეულში ბრიტანეთში ყველაზე დიდი დიპლომატიური შეკრება უწოდეს.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს ურჩევენ, არ ისარგებლონ კერძო სატრანსპორტო საშუალებით და მათი გადაადგილებისთვის სპეციალური ავტობუსებია გამოყოფილი. როგორც მედია წერს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გამონაკლისი მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner