საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში 1 თვის წინათაც გავრცელდა. 17 აგვისტოს კი ტელეკომპანია BFMTV-მა საკუთარ ვებ-გვერდზე იმ პოლიტიკოსების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. სავარაუდო კანდიდატებს შორის ნიკოლა სარკოზი და ეროვნული ფრონტის ლიდერი მარი ლე პენიც აღმოჩნდნენ.
შეგახსენებთ, ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტს 2007-დან 2012-წლამდე იკავებდა.