logo_geo
eng_logo
მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება
- +

13 სექტემბერი. 2022. 15:58

 

 

თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.

 

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner