თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.
დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!