სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, აზერბაიჯანი აიძულონ, უარი თქვას ძალადობრივ ქმედებებზე.
„მივმართავ სომხეთის საერთაშორისო პარტნიორებს დაგმონ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციები და სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფა და მოვუწოდებ მათ, აიძულონ აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობა, უარი თქვას ძალადობის განხორციელების პრაქტიკაზე“, - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.
სომხეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, სომხეთის ყველა პოლიტიკურ ძალას, პარტიასა და საზოგადოებრივ სტრუქტურებს, გვერდზე გადადონ პოლიტიკური უთანხმოება და ერთხმად, უპირობოდ დადგნენ სომხეთის შეიარაღებული ძალების გვერდით.