logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი ცეცხლის შეწყვეტისა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მოწოდებით გამოდის
- +

13 სექტემბერი. 2022. 19:48

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ცეცხლის შეწყვეტისა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მოწოდებით გამოდის.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

საფრანგეთი შექმნილ ვითარებას გაეროს უშიშროების საბჭოზე გაიტანს, რომლის თავმჯდომარეცაა ამჟამად.

 

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ღამით, აზერბაიჯანთან შეტაკების დროს, 49 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

 

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებენ.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.

 

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში დანაკარგებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner