logo_geo
eng_logo
ლევან იზორია აღკვეთილი ტერაქტის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნდობას უცხადებს
- +

23 აგვისტო. 2016. 10:57



საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სახელმწიფო უსაფრთხოების სასამხურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს. საუბარია აღკვეთილ ტერაქტზე, რომლის ფარგლებშიც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს სომხეთ-რუსეთის გაზსადენის აფეთქება ჰქონდათ დაგეგმილი.

                                               

„როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს განცხადებას, რომ სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება ხდებოდა, ბუნებრივია, ამის აბსოლუტური ნდობა მაქვს. აქ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებებით არის საუბარი და არა ვარაუდის დონეზე", - აცხადებს ლევან იზორია და აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესში საზოგადოება საქმესთან მიმართებით მეტ ფაქტს შეიტყობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner