„იმ ფონზე, როცა გლობალურად ეკონომიკური პერსპექტივების შესუსტება ფიქსირდება, საქართველოში პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციების დინამიკა გრძელდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
„აგვისტოს თვის შედეგებით შეიძლება ვთქვათ, რომ ექსპორტის 40%-იანი ზრდა ფიქსირდება და ექსპორტის მოცულობა ერთ-ერთი რეკორდულია წინა თვეების აგვისტოს მონაცემებთან შედარებით“, - აღნიშნავს ცინცაძე.
საქართველოში საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესების დადებითი ტენდენციები გრძელდება. საქსტატის მონაცემებით, წელს აგვისტოში ექსპორტი 40.4 პროცენტით გაიზარდა და 470 მილიონზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, აგვისტოში იმპორტი 39.7 პროცენტით გაიზარდა და მილიონ 213 ათასი დოლარია.