logo_geo
eng_logo
„როიტერის“ ცნობით, სატელეფონო საუბრისას ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის კონფლიქტში დიპლომატიური გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდა
- +

13 სექტემბერი. 2022. 23:09

 

 

„ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ოლაფ შოლცსა და ვლადიმერ პუტინს შორის საუბარი 90 წუთი გრძელდებოდა და მთავარი თემა უკრაინა იყო.

 

მედიის ინფორმაციით, შოლცმა პუტინს უკრაინის კონფლიქტში დიპლომატიური გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდა, რომელიც დაფუძნებული იქნება ცეცხლის შეწყვეტასა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანაზე.

 

შოლცმა, ასევე, აღნიშნა, რომ აუცილებელია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და პუტინს მოუწოდა, სრულად შეასრულოს გაეროს ეგიდით მიღწეული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner