logo_geo
eng_logo
ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დასრულდა
- +

14 სექტემბერი. 2022. 00:27

 

 

მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, სატყეოს ქუჩაზე გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დასრულებულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მერის მოადგილე კახა გულედანი და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.

 

„შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. სატყეოს ქუჩა სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილება უჭირდათ, განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს. სამუშაოების შედეგად, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდა, რაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში დისკომფორტს აღარ შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, გზის საფარი კაპიტალურად 13 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და საკომუნიკაციო ჭები. ხოლო ბორდიური, 2 900 გრძივ მეტრზე მოეწყო.

 

ინფრასტრუქტურული პროექტი, მთაწმინდის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „პარმამ“ განახორციელა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 800 000 ლარი შეადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner