logo_geo
eng_logo
ჯონ კირბი: აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფისთვის ემზადება
- +

14 სექტემბერი. 2022. 00:53

 

 

აშშ უკრაინის დასახმარებლად ახალი პაკეტის გამოყოფისთვის ემზადება. ინფორმაციას „სიენენი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯონ კიბრის განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

„ჩვენ უკრაინელებს ვესაუბრებით ყოველდღიურად. ბევრი სისტემა, რომელიც ჩვენ გადავეცით უკრაინელებს ბოლო პერიოდის განმავლობაში, ადასტურებს, რომ ისინი ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა კონტრშეტევის დროს“, - აღნიშნავს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი.

 

მისი თქმით, ამერიკულ მხარეს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს უკრაინელებთან, რათა ზუსტად იყოს განსაზღვრული, რა სამხედრო საჭიროება აქვს ამ ეტაპზე კიევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner